ბათუმში, ორსართულიან სახლში აფეთქება მოხდა

ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე, ორსართულიან კერძო სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. აფეთქების შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მსხვრეპლი არ არის.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის გამოყენების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი – მერაბ წულუკიძე

banner
წინა სტატიაშიგაგრაში ცეცხლი სანატორიუმ “მოსკოვს” უახლოვდება
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა