ბათუმში ოპოზიცია პირველკლასელთა კვების უზრუნველყოფას ითხოვს

“19 დეკემბერს ბათუმის საკრებულომ წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი-ბიუჯეტი უნდა მიიღოს, თუმცა ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი ჩვენი წინადადება, რომელიც მოვამზადეთ და წარვუდგინეთ საკრებულოს და მერიას, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიც სკოლებში პირველკლასელთა კვებაა. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაცვის ხანგრძლივი ინსტრუმენტია და მას 85 ქვეყანა იყენებს.

დღეს, ბათუმში პირველკლასელთა 3360 მოსწავლეა, იმისთვის, რომ ეს პროგრამა ამოქმედდეს 1 989,900 ლარის გამოყოფაა საჭირო, რაც ბათუმის ბიუჯეტის 0’5 % ია.
მივმართავ ჩვენ კოლეგებს, გაიაზრონ ამ პროგრამის დადებითი მხარეები და ის სიკეთე, რასაც სკოლის მოსწავლეები მიიღებენ, დაეთანხმონ ჩვენ ინიციატივას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ და ვერ დავუჭერთ მხარს არსებულ ბიუჯეტის პროექტს.” -განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს წერვმა, თეკლა კავაზაშვილმა

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე: „დღეს ჩვენ გვაქვს საამაყო ინფრასტრუქტურა, კვება და უნიფორმები“
შემდეგი სტატიაზურაბ აზარაშვილი:პენსიის ზრდა განსხვავებულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის და 350 ლარიდან 500 ლარამდეც ადის