ბათუმში, ნავთობტერმინალთან ხანძარი იყო

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან ხანძარი იყო.

შსს-ს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ​საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს გაუჩნდა. უწყების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა. ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური”, – ნათქვამია განცხადებაში.

fb

banner
წინა სტატიაში“რა გვირჩევნია გვქონდეს, გახსნილი რესტორნები და დაკეტილი სკოლები?!“ – ხათუნა ზახაშვილი
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი : არ ვიცი, მეორე ტურს ვისთან მართავენ, ოპოზიცია მეორე ტურში არ მონაწილეობს