ბათუმში ნარკოტიკებს კანფეტის ფოჩებში ახვევდნენ- დაკავებული არიან საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები

ბათუმში ნარკოტიკებს კანფეტის ფოჩებში ახვევდნენ- დაკავებული არიან საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები

ბათუმში დაკავებულია ნარკოტიკების გამსაღებელთა დიდი ჯგუფი, რომელშიც საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები შედიოდნენ. ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება, ძირითადად, მეტადონი.

ძირითადად, ამოღებულ ნივთიერებებში სჭარბობს “მეტადონი”, თუმცა არის ფსიქოტროპული საშუალებებიც. დამატებით ნარკოტიკი ამოღებულია დაკავებულთა ბინების ჩხრეკის დროს – მათ ბინები ქალაქის ელიტარულ, ძვირადღირებულ კორპუსებში ჰქონდათ დაქირავებული.

როგორც გაირკვა, დაკავებულთა უმრავლესობა ე.წ. “დამდები”, იგივე “კურიერია”. ისინი ნარკოტიკებს მცირე პარტიებად, ე.წ. “ჩეკებად” ფუთავდნენ და ჰყიდდნენ.

ასე მაგალითად, ერთ-ერთი “დამდები” მეტადონის ე.წ. “ჩეკებს” კანფეტების ფოჩებში ახვევდა და ამის შემდეგ “სადადებ” ლოკაციებზე გაჰქონდა. მისი სახლიდან სწორედ ასე დაფასოებული უამრავი წინასწარ გამზადებული “ჩეკი” ამოიღეს.

banner
წინა სტატიაშითიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მედალი მოიპოვა
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი, ქართული წარმოშობის ბოევიკი მოკლეს, რომელიც ოკუპანტების მხარეს იბრძოდა