6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა – ამოღებულია 1 კგ-ზე მეტი მარიხუანა და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში, სხვადასხვა დროს 6 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 1 კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები
შემდეგი სტატიანინო ბურჭულაძე – ,,ჩვენ ყველა ერთად ვწერთ ხულუტის ციხის ახალ ისტორიას”