ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

რეანიმატოლოგ ჯემალ გელაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობები და აღენიშნება ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი.

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის რჩება მძიმე. ღამის განმავლობაში რჩებოდა მძიმე, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია ამ ეტაპისთვის. პაციენტს გუშინ ჩაუტარდა მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები, სპეციალისტების კონსულტაციები. გამოტანილია დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი. ეს არის წინასწარი დიაგნოზები. მდგომარეობა არის მძიმე, საყურადღებო. დაგეგმილია კიდევ მთელი რიგი კვლევები. მარცხენა წვივის მოტეხილობა აქვს, ასევე მარჯვენა ზედა კიდურის დაჟეჟილობა“, – განაცხადა ექიმმა.

წინა სტატიაშირიჟვაძე – კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან შენობების მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევა