ბათუმში, ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში კახა მიქელაძემ და ალექსანდრე ბერიძემ შიმშილობა დაიწყეს

ბათუმში, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში კახა მიქელაძემ და ალექსანდრე ბერიძემ შიმშილობა დაიწყეს. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნაა დაუყოვნებლი გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

კახა მიქელაძე ამბობს, რომ მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტი არ შეწყდება.

”გადავწყვიტეთ შევუერთდეთ იმ დიდ პროტესტს, რომელიც ქვეყანაშია. ვიწყებთ შიმშილობას, რადგან ანომალიურ ყოფაში გვიწევს ცხოვრება. ადამინს არ აძლევენ, არა თუ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ სასამართლოზე დასწრების უფლებას. ჩვენი ადრესატი არ არის ეს ხელისუფლება, რადგან ამორალური ადამიანების ერთობისგან, არ გვაქვს ილუზია, რომ რაიმე ფორმით მორალური გადაწყვეტილებისკენ ვუბიძგოთ. ადრესატს წარმოადგენს ხალხი, რომელთა შემოერთება პროტესტისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ხელისუფლებას უნდა ვაჩვენოთ ძალა, როგორც იძულების მექანიზმი. მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც კრიზისს განმუხტავს.

აბსოლუტურად არ მიფიქრია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან მთავარი არის მიზანი, რომელიც მიღწეული უნდა იყოს ჩვენი პრინციპულობით. შიმშილობა შეწყდება, როცა ქართველი ხალხის მოთხოვნები შესრულდება” – განაცხადა კახა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძის ნაცვლად პარლამენტში გირჩის “სამეფოს მეფე” ჰერმან საბო შევა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: მე ყველას შიმშილობის წინააღმდეგი ვარ იმ რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, რომელსაც ვუპირისპირდებით