ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა- მხარდამჭერთა ნაწილი აჭარის მთავრობის სახლის წინ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა. მხარდამჭერთა ნაწილი აჭარის მთავრობის სახლის წინ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. მათ უკვე გაშალეს ერთი კარავი.

ორგანიზატორთა განცხადებით, კარვების რაოდენობა გაიზრდება.

„დღეს დავასრულეთ აქცია, თუმცა აქ ყოველდღიურად იქნება მცირე აქციები. მოვუწოდეთ მხარდამჭერებს, ყოველდღე მოვიდნენ აქ, 8 ნოემბერს კი, თბილისის პარალელურად აქაც გაიმართება გრანდიოზული აქცია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან პარტიის წარმომადგენელმა, ლევან ვარშალომიძემ.

საპროტესტო აქცია ბათუმში 17:00 საათზე დაიწყო. მთავარი მოთხოვნა იყო ხელახალი არჩევნები და ცესკო-ს ადმინისტრაციის შეცვლა. პარლამენტის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის მანდატებზე. უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, უმაღლეს საბჭოში ბარიერი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადალახეს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე : გულწრფელი იმედი მაქვს, მიხვდებიან, რომ არ შეიძლება საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანას ბოიკოტი გამოუცხადო
შემდეგი სტატიაპარიზსა და მის შემოგარენში, შესაძლოა, კომენდანტის საათი განახლდეს