ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა “აჭარათაიმსმა” გაავრცელა.
შემთხვევა დღეს, 12 ივლისს, დილით მოხდა. გამოცემის ცნობით, 17 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.