ბათუმში მშენებარე ობიექტზე დაღუპული მუშების ახლობლები აქციას მართავენ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 23, 2018 12:43

ბათუმში მშენებარე ობიექტზე დაღუპული მუშების ახლობლები აქციას მართავენ

ბათუმში, მშენებარე ობიექტზე დაღუპული მუშების ოჯახის წევრები და ახლობლები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები სადაზღვევო კომპანია “უნისონისგან” ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ. მათი თქმით, სამშენებლო კომპანია “მეტროს” მიერ მშენებლობაზე დასაქმებულები “უნისონის” სადაზღვევო პოლისით სარგებლობდნენ. 2017 წლის სექტემბერში სამშენებლო კომპანიაში დასაქმებული ორი მუშა, სამუშაო პროცესის დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მათ ოჯახებს ამ დრომდე კომპენსაცია არ მიუღიათ.

კომპენსაციის მისაღებად სამშენებლო კომპანია “მეტრო” გარდაცვლილების ახლობლებს სადაზღვეოსთან ამისამართებს. ოჯახები 100 დოლარს ითხოვენ. ორი მუშა მშენებლობაზე 8 სექტემბერს დაიღუპა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 23, 2018 12:43