17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ბათუმში მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოს ნაწილი ჩავარდა

ბათუმში მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოს ნაწილი ჩავარდა. ინფორმაციასა და კადრებს “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.

როგორც გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, იქ მცხოვრებლები მშენებლობას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებდნენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემეგ ბინის კედლებზე ბზარები გაჩნდა. მშენებელი კომპანია კი აცხადებდა, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და მიმდებარე ტერიტორიისა და შენობებისთვის რაიმე რისკი არ არსებობდა.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: “ოცნება” ბანდის სისტემით მმართველობაზეა გადასული- თანამდებობები კონკრეტულ ადამიანებზე იჭრება
შემდეგი სტატია1-ელი სექტემბრიდან სასკოლო ფორმების რეალიზაცია იწყება — ვის გადაეცემა ფორმები უფასოდ