ბათუმში მოსახლეობა კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს

ბათუმში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართული აქციის რამდენიმე მონაწილემ აჭარის მთავრობის შენობასთან შიმშილობა დაიწყო.

აქციის მონაწილეთა შორის არიან სამორინეების, რესტორნების, სხვა ობიექტების თანამშრომლები, ასევე თურქეთში დასაქმებული პირები.

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ისინი საზღვრების გახსნას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნას, საბანკო პროცენტების ჩამოწერას და კომპენსაციის გაგრძელებას მოითხოვენ.

„ბანკი არ მაძლევს შეღავათს, რითი გადავიხადო?! დავრჩი უმუშევარი, ვინც მუშაობს და სამსახურიდან შორსაა, ისიც ვეღარ მიდის სამსახურში, რადგან ტრანსპორტი არ დადის, გაგვცენ კონკრეტული პასუხები, რას გვიპირებენ“, – ამბობს აქციის ერთე-რთი მონაწილე.

აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა.

მანამდე კი მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ უპასუხა. მინისტრის განცხადებით, აჭარაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ განიხილება.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე : სამწუხაროა, რომ წმ. თამარის უნიკალური ფრესკა ჩამოსაჯდომ-მისაყუდებელ ადგილად უქცევია ყინწვისის მონასტრის დღევანდელ მწყემსებს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი : საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა