ბათუმში მოქალაქეები ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

ბათუმის ბულვარის დასაცავად დღეს, 13:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება – ადგილობრივები ქალაქის მთავარ რეკრეაციულ ზონაში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ.

ამასთან, ბათუმელები ამტკიცებენ, რომ ნებართვა უკანონოდაა გაცემული და მასში კორუფციულ გარიგებას ხედავენ.

“კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შუა ბულვარში უსახური ნაგებობის აშენების ნება გასცა, რაც არღვევს ლანდშაფტს. ჩვენ ვიცით, რომ თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ გადათქვა დაპირება, რომელიც შარშან გასცა, რომ 4 სართულზე მაღალი შენობა არ აშენდებოდა”, – ამბობს ალექსადნრე მილორავა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიამარტვილში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა