ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 11 ოქტომბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

banner
წინა სტატიაშიბასილაია – პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – მონაწილეობას მივიღებ არა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში, არამედ ადამიანის უფლებების დასაცავად