ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სახალხო დამცველი ეხმაურება

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, თითოეული მოქალაქის ვალია, არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

“მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად – თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ!”- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობა ჩამოინგრა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე დროებით ვაჩერებთ სამუშაოებს
შემდეგი სტატიანიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მოსამართლემ ძალაში დატოვა