ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ირაკლი ფანგანის დაკავების შესახებ შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.

ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ირაკლი ფანგანი დღეს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – ისტორია ჩავლეიშვილს მედროვედ მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას
შემდეგი სტატიააჭარის პოლიციის სამმართველოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრები, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ