ბათუმში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია

ბათუმში, ღამით გორგილაძის ქუჩაზე საშაურმეში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ბათუმში, გორგილაძის 91 ნომერში, საშაურმეში ღამით კაცი დაჭრეს. კონფლიქტი სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ფეხის არეშია დაჭრილი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ლარი გააუფასურა ბიუჯეტმა