ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ოფისი გაიხსნა

“თავისუფლება მიშას” – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერთა ოფისი გაიხსნა. მასში რიგითი ბათუმელები, მათ შორის მხატვრები, მსახიობები, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

ორგანიზატორების თქმით, მესამე პრეზიდენტი არის არა მხოლოდ ერთი ძლიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, არამედ დიდი პოლიტიკოსი და მისი გისოსებს მიღმა ყოფნა ჩრდილოელი მეზობლის დაკვეთაა.

შტაბის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ყველა ბათუმელს, ვისაც მიხეილ საკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის სურვილი გააჩნია შესაძლებლობა აქვს, შტაბში გაერთიანდეს და დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – 14 ოქტომბრის აქცია არ არის კონკრეტული პარტიული აქცია, ეს არის საყოველთაო აქცია