ბათუმში, მამაკაცი სავარაუდოდ “ღორის გრიპით” გარდაიცვალა

ზუგდიდში A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 4 შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმში, 70 წლამდე პაციენტი სავარაუდოდ ე.წ. “ღორის გრიპით” გარდაიცვალა. მამაკაცი კლინიკა ”მედინაში” რამდენიმე დღის წინ, სწორედ გრიპის ვირუსით მოათავსეს.

ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, ჰქონდა თუ არა ადგილი H1N1 ვირუსით გარდაცვალების ფაქტს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეს ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. ის გრიპის ვირუსითა და პნევმონიით რამდენიმე დღე მკურნალობდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაში “ღორის გრიპით” 7 ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“ყოველთვის დგება პოლიტიკოსის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც დგახარ გადაწყვეტილების წინაშე…გამოვრიცხავ დავიმალო…”
შემდეგი სტატია“ბარნოვი არავის არ გაუთავისუფლებია…”- მამა ბიძინა