ბათუმში მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მაღაზია გაქურდეს. მეპატრონის განცხადებით, მაღაზიიდან წაღებულია თანხა და დაახლოებით 150 ლარის ღირებულების სიგარეტი.

ქურდობის ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მისივე განცხადებით, მაღაზიაში 5 ქურდი შევიდა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიბახტაძის მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაცია ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც კვირიკაშვილის იყო – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატია“ჩვენ პირველები ვართ ვინც ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის სიღარიბე…სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე” – კილაძე ჭიაბერაშვილს