ბათუმში ლელოს შტაბის წევრებს თავს დაესხნენ

ბათუმში, ლელოს შტაბის წევრებზე, ალექსანდრე მილორავასა და მიშო ქავთარაძეზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის კადრები TV 25-მა გაავრცელა.

როგორც ლელოს წევრები აცხადებენ, თავდასხმაში ბათუმის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ბადრი მანველიძის შვილი და ძმისშვილი მონაწილეობდნენ. მანველიძე აგრეთვე ქართული ოცნების შტაბის წევრია.

თავდასხმა ერთერთ მშენებარე კორპუსთან მოხდა. მილორავა და ქავთარაძე ამჟამად საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა თავდასხმის მიზეზი.

banner
წინა სტატიაში“იქნებ ვცადოთ და ერთმანეთის კრიტიკის პარალელურად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გაერთიანებაც შევძლოთ”
შემდეგი სტატიაბოკერია: ელჩი ბაქრაძე ​უტიფარი და ბრიყვია