ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი სასტუმროდან გაქცევის მცდელობისას გარდაიცვალა

ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი გაქცევის მცდელობისას გარდაიცვალა. ინცინდენტი სასტუმრო “სანაპიროს” ეზოში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა გაქცევა, მედიკოსების უყურადღებობის გამო სცადა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

“პაცინეტმა, კოვიდიანმა პაციენტმა, რომელმაც ალკოჰოლური სასმელიც მიიღო ნომერში, გაიქცა სასტუმროს შენობიდან, ეზოში წაიქცა და გულის შეტევით გარდაიცვალა. როდესაც ნახეს ფაქტი და მივიდნენ, უკვე გარდაცვლილი იყო”, – ამბობს ენმ-ს წევრი, ბესო ქათამაძე.

banner
წინა სტატიაშიშანაე ბრუკის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
შემდეგი სტატიასამინისტრო ბათუმში, კოვიდსასტუმროში გარდაცვლილზე განცხადებას აკეთებს