ბათუმში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ერთი გუშინ შემოვიდა სარფის საბაჟოდან, მეორე ინფიცირებული კი, უკვე ერთი კვირაზე მეტია, კარანტინში იმყოფება.

აჭარაში სულ „პისიარ“ ტექნოლოგიით 2100, სწრაფი ტესტით კი, 500 პირი გამოიკვლიეს.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 420 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 107 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტები აღარ გვყავს, საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა დასტაბილურდა
შემდეგი სტატიასოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა