ბათუმში კორპუსზე მოწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 29, 2019 11:59

ბათუმში კორპუსზე მოწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა

ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსზე ლიფტი მოწყდა. ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ხუთი კაცი და ერთი ქალი. „ბათუმელების“ რეპორტიორის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ორ პირს მძიმე გარეგნული დაზიანებები აღენიშნება. ერთ-ერთი პირი, რომელიც ლიფტში იმყოფებოდა, ამბობს, რომ არ იცის რა სიმაღლეზე იყო ლიფტი. მისივე თქმით, ლიფტი იყო სატვირთო, თავად კი ამ კორპუსზე მუშაობდა.

„ერთი ქალი და ერთი კაცი გადაყავთ რეფერალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ მოტეხილობებით“, – გვეუბებიან სასწრაფო დახმარების სამსახურში.

 

წყარო:ბათუმელები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 29, 2019 11:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics