ბათუმში, კორპუსის ნრგევის საქმეზე დაკავებული სამივე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბათუმში, გასული წლის 8 ოქტომბერს 26 მაისს ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო მამა-შვილს, ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

„სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს, მაგალითად, ერთოთახიანი, ოროთახიან ბინად და ასე შემდეგ. არ ვეთანხმებით ექსპერტიზის დასკვნას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიღებულ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ“, – განაცხადა ბინის მეპატრონის ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

banner
წინა სტატიაშიჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი თავისუფლდება რუსეთზე დამოკიდებულებისგან, რომელიც აფერხებდა პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას
შემდეგი სტატიაუკრაინულმა ძალებმა ომის დაწყებიდან 36 350 რუსი სამხედრო მოკლეს