ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ კლინიკა „მედცენტრში“ განაცხადეს.

კლინიკის დირექტორის, მედეა ქაჯაიას თქმით, პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში დარჩება, რადგან მდგომარეობა საყურადღებოა.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისევ ინტენსიურ განყოფილებაში რჩება, ალბათ, რამდენიმე დღის განმავლობაში გავაჩერებთ იქ. ბევრი მაჩვენებელი ნორმაშია, მაგრამ მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მედეა ქაჯაიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაჩარკვიანი – იძახოს ახლა „ზოგიერთმა აღზევებულმა მდაბიომ” არა 10, არამედ 14 სჯობსო – კაცი შიმშილობს და როგორ სჯობს დალოცვილო დაგვიანება?!