ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა ბათუმში, კლინიკა “მედალფაში”. მათგან ორი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

უახლოეს პერიოდში ექიმები კიდევ ათი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაუმჯობესდა კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა და ექიმები არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე დღეში ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნან.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 156 ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიარუსეთში კორონავირუსის 7933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა