ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული 70 წლის კაცის მდგომარეობა დამძიმდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი შესაძლოა ხვალ გაეწეროს. მედიკოსების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიმპტომები აღარ აღენიშნება და ელოდებიან ანალიზის პასუხს.

რაც შეეხება 70 წლის მამაკაცის მისი მდგომარეობა კიდევ უფრი დამძიმდა და კრიტიკულია, ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

COVID-19 ინფიცირებული პაციენტებიდან ოთხ პირს პნევმონია აქვს. რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო ინფორმაციით კლინიკაში კარანტინიდან ერთი საეჭვო პაციენტი გუშინ შეიყვანეს, ის ახალგაზრდა ქალია და მოგზაურობის ისტორია აქვს, მისი ანალიზის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება