ბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა -აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

”მედალფაში” მოთავსებულ პაციენტს ანალიზები გუშინაც აუღეს, დღეს კი პროტოკოლის მიხედვით პასუხი კიდევ ერთხელ გადამოწმდა. ის კლინიკურად უკვე გამოჯანმრთელებული იყო, ტესტის პასუხს ველოდებოდით. რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ უარყოფითი პასუხი და ჩვენ უკვე გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული. ის სავარაუდოდ კლინიკას მალე დატოვებს” – აცხადებსზაალ მიქელაძე.

პაციენტი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

ზაალ მიქელაძის განმარტებით, ცხელების ცენტრში, ანუ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მუდმივად შედიან მოქალაქეები, როგორც საკარანტინო ზონიდან, ასევე თვითდინებითაც. მინისტრის თქმით, დღეს აღებული 11 ანალიზიდან ყველა უარყოფითია.

საქართველოში კორონავირუსი 26-მა მოქალაქემ დაამარცხა.

banner
წინა სტატიაშიშსს მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოში ​კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა