ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხის შედეგები მიიღეს.

ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და ის კარანტინში იყო. პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ კორონავირუსის ადგილზე გავრცელების რისკები არ არის და ყველა პროტოკოლური ღონისძიება გატარებულია.

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე მელქისედეკი აშშ-ს მადლობას უცხადებს ლუგარის ლაბორატორიის აშენებისთვის
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძემ ის მედიკამენტები დაასახელა, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ