ბათუმში კომპანია ნოვას თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში სამშენებლო კომპანია კომპანია ნოვას თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. მათი ცნობით, ახალი კორონავირუსი მაღაზიის ერთ თანამშრომელს დაუდგინდა. სამშენებლო მაღაზიათა ქსელი ამ დროისთვის დაკეტილია.

დღეს, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში დადასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – განსაკუთრებული რამ თუ არ ხდება, ჩაკეტვების პოლიტიკა მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთან უკვე დღის წესრიგში აღარ არის
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – აუცილებელია, დამსაქმებელმა მომატებული ტემპერატურით ადამიანი დაწესებულებაში არ დაუშვას და მას ჩაუტარდეს ტესტირება