ბათუმში ყველა მუნიციპალური სასაფლაო დღეიდან ათი დღით დაიკეტა

ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუნიციპალური სასაფლაო დღეიდან ათი დღით დაიკეტა.

სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. პროცესში ასევე ჩაერთვება ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას.

ბათუმის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში „ჯეოჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაიმერეთში მერებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისთვის პროდუქტები სახლებში მიაქვთ