10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამს” საქმიანობა შეუჩერა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) გამოავლინეს.

სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პენტაგონს სიცრუეში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაავარია მარნეული- სადახლოს გზაზე – ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს