ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებული კაცი თბილისში გადმოჰყავთ

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ის ამ წუთებში თბილისში გადმოჰყავთ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გიორგი კიკაბიძის განცხადებთ, პაციენტს სახის არეში და ზემო სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნება, ამიტომ პაციენტი სპეციალიზირებულ კლინიკაში იგზავნება. მისი მდგომარეობა მზიმეა და იმყოფება მართვით სუნთქვაზე

ხანძარი ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე დღეს დილით გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყვენენ მობილიზებული. ხანძარი ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი არევაძე მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს გამოეთიშა
შემდეგი სტატიასესიაშვილი: თუ კითხვა არსებობს მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე, გამოძიება უპასუხებს