ბათუმში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველია.

დაშავებულებიდან 2 ადგილობრივი მცხოვრებია, ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთს შაქარი, მეორეს კი მაღალი წნევა ჰქონდა, რის გამოც მათი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ხანძარი გოგებაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო ლეოგრანდთან ახლოსაა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერ-ჯერობით, უცნობია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინიდან კიდევ ერთი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს
შემდეგი სტატიაგაგულია მესამედ გახდა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელი