9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე  დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული,  მიმდინარე წლის 14 იანვარს, ბათუმში, სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა. დანის დემონსტრირებით  მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა და  მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა და  ბრალდებულის სახით  დააკავა.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში„მეთადონი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ – ქვემო ქართლში ნარკოდანაშულისთვის ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისში ძალადობისთვის, წარსულში ნასამართლევი, 32 წლის მამაკაცი დააკავეს