ბათუმში კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ
ბათუმში კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ახალი წლის შემდეგ კაზინოს დახურვის შედეგად 200-მდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩა.

აქციის მონაწილეები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. მათი თქმით, კაზინოს დამფუძნებლებმა ქვეყანა დატოვეს და თანამშრომლებთან კონტაქტზე არ გამოდიან.

„თვენახევრის ხელფასი გვაქვს ასაღები, ერთი თვეა ვითხოვთ დავალიანების დაფარვას, თუმცა, უშედეგოდ. კაზინოს მეპატრონე გაიქცა, შენობა ეკუთვნის კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიას“, ჩვენი ინფორმაციით, კაზინოში დარჩენილი თანხა კომპანიას დარჩა, ამიტომ მოვედით მათ ოფისთან და ვითხოვთ პასუხს”,-ამბობს აქციის მონაწილე მალვინა ბერიძე.

კაზინოს ყოფილი თანამშრომლები აქციას კომპანია „მეტროს“ ოფისთან მართავენ.

banner
წინა სტატიაშიჯერი კონოლი: „საქართველო არის მაგალითი და მენტორი რეგიონში
შემდეგი სტატიაძიუდოისტები ერთმანეთს პატრიარქთან შეხვდნენ