ბათუმში, კაცმა ტურისტი ქალი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ბათუმში, დელფინარიუმის წინ, ტურისტი ქალი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები წარსულში ერთმანეთს იცნობდნენ, საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს სხეულზე დაზიანებები ცივი იარაღით მიაყანა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობაა. ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 324 თბილისში, 120 აჭარაში, 133 იმერეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიასამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიამ – “ნოვა”, წარმოებული პროდუქცია წარადგინა