12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და  დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ  მისაკუთრების ბრალდებით  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული ი.ბ., 2004 წელს  დაბადებული ს.პ.  და წარსულში ნასამართლევი  2002 წელს დაბადებული ქ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად,  მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაკავებულები დაზარალებულს, ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით,  ერთ-ერთ ბანკში მათ  სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას.

სამართალდამცველებმა,  შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, შესაბამისი კომპლექსური  ღონისძიებები ჩაატარეს და სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი
შემდეგი სტატიამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს