ბათუმში იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა – ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ბათუმში 21 დადასტურებული შემთხვევიდან, 1 იუსტიციის სახლის თანამშრომელია. როგორც შავიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ბათუმში იუსტიციის სახლი დახურულია და შენობას დეზინფექცია უტარდება.

რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, შავიშვილის განცხადებით, მათ ტესტირება ჩაუტარდებათ და ის პირები, რომლებსაც ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნებათ მუშაობას გააგრძელებენ.

“ერთი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი. გუშინ ღამით მოხდა მთლიანად შენობის დეზინფექცია. მოიაზრება დანარჩენი თანამშრომლის ტესტირება. ვისაც დაუდასტურდება, რომ არის ნეგატიური და ყველაზე ნაკლებ შემხებლობაში იყო ამ პიროვნებასთან, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. იუსტიციის სახლი დახურულია”,-აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 45 შემთხვევა გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის ეფექტიანობას
შემდეგი სტატია(Video)”პირველი სამი დღე სიზმარში ვხედავდი რომ იხრჩობოდა… რომ წარმომიდგენია რა სიკვდილით არის მკვდარი იმენა რა…”– მორიგი ჩანაწერი გლდანის ციხიდან