22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ბათუმში ინტერპოლით ძებნილი 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“,-
აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში და ესპანეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან
შემდეგი სტატიავერაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს