ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული ჯ.ქ. ბათუმში დააკავეს.

მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტებზე წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ ირანის დასახმარებლად მზადაა – ტრამპი
შემდეგი სტატიავენესუელამ პოლიტპატიმრების მასშტაბური გათავისუფლების პროცესი დაიწყო