ბათუმში გუშინ დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს, რვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული

ბათუმში გუშინ დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ხოლო „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება…ერთ ღამეში ორჯერ!
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: რუსეთს ამ ეტაპზე საქართველოში შემოყავს კიდევ ერთი მოთამაშე – ჩინეთი, რომლის ხელითაც უნდა შეიქმნას ერთგვარი სტაბილიზაციის ფონდი, სისტემის სავარაუდო ჩამოშლის პრევენციისთვის