ბათუმში გრიპის ვირუსის გართულებით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 4 შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმში გრიპის ვირუსის გართულებით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ დაადასტურა.

„შემთხვევა დღეს დილით ბათუმის მედიცინის ცენტრში მოხდა, ლაბორატორიულად დადასტურებამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, ლაბორატორიულმა დასკვნამ დაადასტურა, რომ მამაკაცი ნამდვილად გრიპით გარდაიცვალა, თუმცა მას ჰქონდა სხვა რისკფაქტორებიც“, – განაცხადა პირველ არხთან ზაალ მიქელაძემ.

აჭარაში მიმდინარე სეზონზე ეს გრიპით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია,,არ არსებობს არანაირი მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი”