(video) ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ სამი მოქალაქე დააკავა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ სამი მოქალაქე დააკავა. მათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად. ისინი ქალაქის პოლიციის სამმართველოში უკვე გადაიყვანეს.აქციაზე შეკრებილები დაკავებული პირების გათავისუფლებას, საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას და, აგრეთვე, პატრულის მიერ ჯარიმების გახშირებული დაწერის ფაქტებს აპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია ბათუმში ცოტა ხნის წინ 2 ადამიანის დაკავების შემდეგ დაიწყო. მათ დაკავებას მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საპატრულო პოლიცია ბოლო დროს განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. მათივე თქმით, პოლიციელები მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებენ. შეკრებილები ამტკიცებენ, რომ დღესაც მსგავსი ფაქტი მოხდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და ორი მოქალაქის დაკავება მოჰყვა. როგორც დაკავებულთა ახლობლები ამბობენ, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

https://youtu.be/1KrsU2oeoVo

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობის კლების მიუხედავად, ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა
შემდეგი სტატია(video) მეუფე პეტრე: პატრიარქმა ჩემი ჭყონდიდის ეპარქიიდან გადაყვანა მოითხოვა