ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები დილიდან მუშაობენ. გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხზე აჭარის სამთავრობო უწყებებში დღეს დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა. დაზარალებული ოჯახები გუშინ დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

საავადმყოფოებში ორი დაშავებული რჩება. ერთერთი თბილისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება დაშავებული, რომელიც ბათუმის კლინიკაში რჩება.

banner
წინა სტატიაშიჟურნალმა „Forbes“ 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები დაასახელა
შემდეგი სტატიათბილისში მაღაზია “ნიკორა” დააყაჩაღეს