ბათუმში გარემოვაჭრეების დახლების აღებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოვაჭრეების დახლებისა და ჯიხურების აღებას ხმაური მოჰყვა. გარემოვაჭრეების თქმით, ისინი ამის შესახებ გაფრთხილებულები არ იყვნენ.

მერიაში კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ მოვაჭრეებს რამდენიმე თვის განმავლობაში სთავაზობდნენ სხვა ტერიტორიაზე გადასვლას, თუმცა მათთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

გარემოვაჭრეები დღეიდან აქციების გამართვასა და გზების გადაკეტვას გეგმავენ.

„არ გრცხვენიათ?… რაც შეგვეძლება, გადავკეტავთ გზებს და მივხედავთ ჩვენს ცხოვრებას. აბა მათი ხელფასები ჩვენ არ გვარჩენს,“- აცხადებენ გარემოვაჭრეები.

banner
წინა სტატიაშიროგორ აფასებს საზოგადოება ქვეყნის განვითარების კურსს – NDI კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს
შემდეგი სტატიასარფის საბაჟოზე ქართველ და თურქ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა