ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქს ავაშენებთ – ბახტაძე

ბათუმში ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის კეთდება, – განაცხადა პრემიერმა ბათუმში, განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ზუსტად ერთი თვის წინ შეგვპირდით, რომ ბათუმში დავიწყებდით ისეთივე საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც თბილისში ახლა შენდება. ჩვენ შევარჩიეთ ეს ულამაზესი ადგილი. აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, იქნება სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე. იცით, ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის კეთდება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში შევძლოთ იგივეს გაკეთება, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭის და ცოდნის რეალიზაცია. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“,- განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება – „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართება
შემდეგი სტატიაჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება