ბათუმში ერთ-ერთი კორპუსის ლიფტები გაძარცვეს

Crime Scene

ბათუმში, ფიროსმანის N18 ა-ში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტები გაძარცვეს. სახლის ბინადრები ამბობენ, რომ გაძარცვულია კორპუსის სამივე ლიფტი, წაღებულია მოწყობილობები, რომლის გარეშეც ლიფტი ვერ იმუშავებს. მძარცველებმა ასევე ჩამოხსნეს ყველა ვიდეოთვალი.

სახლის ბინადართა ნაწილი შემთხვევას ლიფტების კომპანიის ინტერესებს უკავშირებს.

შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიფოთში ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგებს ითვლიან აჭარაში – წყალმა 100-მდე ოჯახი დააზიანა