ბათუმში, ერთ-ერთ მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი – 2005 წელს დაბადებული შ.ა. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ა.-მ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიფილიპ რიკერი ილია მეორეს შეხვდა
შემდეგი სტატიათბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს